მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

14–დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული მოქალაქეებიც გაივლიან

5e69d6317c880
ინგა მურუსიძე
12.03.20 10:33
4363
სავალდებულო 14–დღიან კარანტინს გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ავსტრიიდან და ესპანეთიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეებიც გაივლიან, - გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობამ მიიღო და პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომაზე გააჟღერა.

პრემიერის თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა უნდა წარადგინონ ცნობა, რომ არ აქვთ კორონავირუსი, ან მათაც უნდა გაიარონ 14–დღიანი კარანტინი.

"მკაცრდება საქართველოს საზღვარზე შემოსვლა, როგორც საქართველოს მოქალაქეების, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის – გერმანია, საფრანგეთი, ავსტრია და ესპანეთი, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ბრუნდება ამ ქვეყნებიდან, გაივლის 14–დღიან საკარანტინო რეჟიმს, ხოლო ყველა უცხო ქვეყნის მოქალაქე ან წარადგენს სამედიცინო ცნობას, რომ კორონავირუსზე მას აქვს ჩატარებული სამედიცინო კვლევა, ან ისიც გაივლის 14–დღიან საკარანტინო რეჟიმს. გარდა ამისა, ძალაში რჩება რეკომენდაცია, რომ თავი უნდა შევიკავოთ უცხო ქვეყნებში მოგზაურობისგან, რამდენიმე თვით", - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები