მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძის და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა - რაზე შეთანხმდნენ?

სს

ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტთან მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მოლაპარაკება შესაძლო გაერთიანებაზე ჯერ დასრულებული არ არის, მაგრამ შეთანხმდნენ, რომ "ქართულ ოცნებას" ხელისუფლებიდან გაუშვებენ.

"ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ "ქართული ოცნება" ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე.

ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ," - აღნიშნა ხაზარაძემ.

რაც შეეხება გიორგი გახარიას პოზიციას, მან თქვა, რომ პოზიცია მკაფიოდ და გასაგებად დააფიქსირა, უბრალოდ "ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე".

"მინდა გითხრათ, რომ მადლობა ქალბატონ პრეზიდენტს იმიტომ რომ მე დღეს აქ პირველ რიგში, ვარ მისი შემოთავაზების გამო. ეს იყო მისი ინიციატივა, ჩვენ დავეთანხმეთ. ჩვენ არ გვქონდა უარის თქმის უფლება - ეს ერთი. მეორე - რა თქმა უნდა, მადლობა ხაზარაძეს, რომ როგორც იქნა, ეს საუბარი შედგა. მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძლია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ, რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები.. არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ეს არის, რის გამოც ეს გადაიდო, თორემ ჩემი მხრიდან არაფერი არ...

გავითვალისწინოთ ერთი რამ - კიდევ ერთხელ გეუბნებით, რომ ჩემი პოზიცია დაფიქსირებულია, ის არის აბსოლუტურად მკაფიო და ნათელი, რომელიც ითვალისწინებს, პირველ რიგში, ქალბატონი პრეზიდენტის ძალისხმევას, იმასთან დაკავშირებით, რომ ქვეყანაში ჩატარდეს ისეთი არჩევნები, რომელიც საქართველოს დააბრუნებს ნორმალური, დემოკრატიული, ევროპული განვითარების გზაზე.

მე, გიორგი გახარია და ჩემი გუნდი, ყოველთვის, ყოველდღე, ჩვენი მოღვაწეობის საქართველოში, სახელმწიფოს ინტერესებს ყოველთვის ვაყენებდით ჩვენს პირად და, რა თქმა უნდა, პარტიულ ინტერესებზე მაღლა, რასაც ვაკეთებთ დღესაც. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ჩვენ ჩვენი პოზიცია დავაფიქსირეთ, ეს პოზიცია არის აბსოლუტურად გასაგები და მკაფიო, არაფერი აქ საიდუმლო არ არის, ხაზარაძემ ითხოვა კიდევ ერთი დღე..." - ამბობს გიორგი გახარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები