მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძესთან მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება. გარკვეული შეთანხმებები შედგა - გიორგი გახარია

სს
19.09.24 00:28
759

მოლაპარაკებები ხვალ დასრულდება, - ამის შესახებ პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერმა გიორგი გახარიამ ორბელიანების სასახლეში კოალიცია "ძლიერი საქართველოს“ ლიდერთან, მამუკა ხაზარაძესთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა. როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, გარკვეული შეთანხმება შედგა, თუმცა დარჩენილია საკითხები, რომელზე მოლაპარაკებებიც დასასრულებელია.

„მოლაპარაკებები ჯერ არ დასრულებულა. ძალიან დიდი იმედი მქონდა, რომ დღეს დასრულდებოდა. დასრულდება ხვალ. გარკვეული შეთანხმებები შედგა. არის რაღაც საკითხები, რომელიც დასასრულებელია. გუშინ ვთქვი, რომ დარჩენილი იყო ერთი საკითხი, რომელიც ეხებოდა პარიტეტის საკითხს. სამწუხაროდ, როგორც უნდა დალაგებულიყო ისე ვერ დალაგდა, თუმცა რაღაცნაირად გამოსავალი ვნახეთ.

ახლა კიდევ არის საკითხები, ცოტა უფრო კონკრეტული, რომელიც იმედი მაქვს,რომ ხვალ დღის განმავლობაში დასრულდება, შეთანხმება იქნება მიღწეული“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

რაც შეეხება მამუკა ხაზარაძის პოზიციას, მან თქვა, რომ მოლაპარაკებები,სავარაუდოდ, ხვალ დამთავრდება.

„მთელი ეს პროცესი ერთი რამისთვის არის მიმართული, რომ საქართველო დაადგეს ევროპის გზას, რომ მოხდეს პროდასავლური ძალების სრული კონსოლიდაცია იმისათვის, რომ ქვეყანა მოკლე დროში გავიყვანოთ მშვიდობიან, სტაბილურ სამყაროსთან. მთელი ეს პროცესი ამისთვის დაიწყო.

ორი დღეა მოლაპარაკება მიმდინარეობს. არ არის მარტივი მოლაპარაკება. შეიძლება ითქვას, რომ ახლოს ვართ. აქვე მინდა ვთქვა, რომ თანამდებობაზე, სიებზე საუბარი არ არის. აქ არის ლაპარაკი თუ როგორ უნდა დავამარცხოთ „ქართული ოცნება“ . რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ძველი ხელისუფლება არ დაბრუნდეს და როგორ შევქმნათ ახალი რეალობა იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ ძალიან მალე დაიწყოს ის რეფორმები, რომელიც ქარტიით არის განსაზღვრული, შეიქმნას სამუშაო ადგილები , პენსიები, სტუდენტების დასაქმება და რაც მთავარია, ემიგრაციის შეჩერება. ქვეყანა გავხადოთ ლიდერი და დავაბრუნოთ სწრაფი განვითარების გზაზე. მადლობა პრეზიდენტს და გიორგის რთული და კონსტრუქციული მოლაპარაკებისთვის . ხვალ გაგრძელდება ისევ სამუშაო მდგომარეობაში. ისევ პრეზიდენტთან. დრო არის ძალიან ცოტა . 1 კვირაში უკვე მთავრდება მოსამზადებელი პერიოდი. იმედია, ხვალ დავამთავრებთ ყველაფერს", - განაცხადა ხაზარაძემ.

ორბელიანების სასახლეშიო გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის კონსულტაციები მეორე დღეა მიმდინარეობს. ორბელიანების სასახლეში "ძლიერი საქართველოს" ლიდერს, მამუკა ხაზარაძესა და "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერს გიორგი გახარიას შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები