მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მამუკა ხაზარაძე გიორგი გახარიასთან სასაუბროდ მზად არიას - პოლიტიკოსის პასუხი პრეზიდენტის ინიციატივაზე

ლელო - საქართველოსთვის
16.09.24 18:52
656

პოლიტიკური გაერთიანება "ძლიერი საქართველო"-ს ლიდერი მამუკა ხაზარაძე საქართველოს პრეზიდენტის "პოზიტიური მესამე ცენტრის" დაფუძნების ინიციატივას ეხმიანება და აცხადებს, რომ "გახარია საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან სასაუბროდ მზად არის.

"მე მივესალმები პრეზიდენტის ძალისხმევას საქართველოს ევროპული მისწრაფების მხარდასაჭერად და მისი მხრიდან, ამ საქმეში “ძლიერი საქართველოს” როლისა და მნიშვნელობის ხაზგასმას.

როგორც უკვე განვაცხადე, ჩვენ მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ ქვეყნის ევროპული განვითარებისთვის და ამისთვის გვერდზე გადავდოთ ყველა პიროვნული საკითხი. ჩვენი გაერთიანება „ძლიერი საქართველო“ ამის დასტურია.

დღეს დილით მე გამოვთქვი მზადყოფნა ვისაუბრო გიორგი გახარიასთან ამ თემაზე, თუ ეს ქვეყანას გამარჯვებას მოუტანს.

თუ, და როცა იქნება რაიმე ტიპის გადაწყვეტილება ამ მოლაპარაკების შედეგების შესახებ, ჩვენ დაუყოვნებლივ ვაცნობებთ ამას საქართველოს პრეზიდენტს", - წერს მამუკა ხაზარაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები