მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"სამწუხაროდ, ჩვენ შორის ნდობა არ შედგა" - გიორგი ქობულია

ქობულია და გახარიაა

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების ყოფილ მინისტრ გიორგი ქობულიასა და ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას პარტიას შორის თანამშრომლობა არ შედგა.

აღნიშნული bm.ge-ს გიორგი ქობულიამ დაუდასტურა, მაგრამ კონკრეტულ მიზეზებზე დეტალური საუბარი არ ისურვა.

"სამწუხაროდ, ჩვენ შორის ნდობა არ შედგა", - უთხრა bm.ge-ის გიორგი ქობულიამ.

მოგვიანებით, მან "პალიტრანიუსის" ეთერში თქვა, რომ გიორგი გახარიას პარტიას გუშინ სულ სხვა საარჩევნო სია ჰქონდა, დღეს კი სულ სხვა წარადგინა. ამასთან, ქობულიას თქმით, ის წინააღმდეგი იყო "ძლიერ საქართველოსთან" ალიანსზე.

პარტიამ „გახარია საქართველოსთვის“ საარჩევნო სიის პირველი 29 წარმომადგენელი რამდენიმე საათის წინ წარადგინა. სიის პირველი ნომერი გიორგი გახარიაა.

ბოლო დღეების განმავლობაში, მედიაში აქტიურად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ ეკონომიკის ყოფილი მინისტრი გიორგი ქობულია ყოფილი პრემიერის პარტიის საარჩევნო სიაში იქნებოდა. გიორგი ქობულია აღნიშნულს არ ადასტურებდა, მაგრამ არც იმას უარყოფდა, რომ მისი ერთ-ერთ პოლიტიკურ გუნდთან შეერთება "აქტიურად განიხილებოდა".

ცნობისთვის: გიორგი ქობულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობას 2018 წლის ივლისიდან 2019 წლის 19 აპრილამდე იკავებდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები