ყოფილი პრემიერმა და დღეს ოპოზიციური პარტია "გახარია საქართველოსთვის" ლიდერმა და 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში სიის პირველმა ნომერმა გიორგი გახარიამ, 8 ოქტომბერს ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც BM.GE-მ ანტიკორუფციული ბიუროდან გამოითხოვა.
შევსებულ ქონებრივ დეკლარაციაში გიორგი გახარია წერს, რომ ჩხოროწყუს რაიონში ორ მიწის ნაკვეთს ფლობს, აქედან ერთზე - საცხოვრებლით.
ჩხოროწყუში, სოფელი მუხურში 1 734 კვ.მ და 2 290 კვ.მ მიწის ნაკვეთები ყოფილ პრემიერს 2020 წელს აქვს ნაყიდი, ერთში 1 ლარი აქვს გადახდილი, ხოლო მეორეში 85 000 ლარი.
მისი ცოლი მარიკა ფანცულაია კი ბინას პარიზში ფლობს. როგორც 2022 წელს შევსებულ დეკლარაციაში წერია, 83 კვ.მ ფართობის ბინა 2020 წელს 472 400 ევროდ შეიძინეს.
ასევე მისი ცოლის საკუთრებაა Toyota-ის ბრენდის ორი მანქანა: RAV და C-HR, 2019. დეკლარაციის მიხედვით, გახარიას საქართველოს ბანკის ანგარიშზე 47 636 ლარს ინახავს. ყოფილ პრემიერს ნაღდი ფულით სახით 42 ათასი ლარი, 10 ათასი დოლარი და 10 ათასი ევრო აქვს შენახული.
ცნობისთვის, ცესკოს საბოლოო შედეგების მიხედვით, საკანონმდებლო ორგანოში მანდატები ხუთმა პოლიტიკურმა ძალამ მოიპოვა. აქედან ყველაზე ყველაზე მეტი 89 მანდატი „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო, ხოლო 61 მანდატი შემდეგ პარტიებზე განაწილდა: კოალიცია ცვლილებებისთვის (19 მანდატი), ერთიანი ნაციონალური მოძრაობა (16 მანდატი), ძლიერი საქართველო (14 მანდატი), გახარია საქართველოსთვის (12 მანდატი). თუმცა სხვა ოპოზიციური პარტიების მსგავსად "გახარია საქართველოსთვის" 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ ცნობენ.