მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

9 საკითხი, რომელზეც ხაზარაძის თქმით, გახარიასთან შეთანხმდა

სს
20.09.24 20:49
374

"ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე 9 საკითხს ავრცელებს, რომელზეც პარტია "საქართველოსთვის" ლიდერთან გიორგი გახარიასთან შეთანხმება შედგა.

ეს იყო რაზეც შევთანხმდით:

1. საპარლამენტო არჩევნებში გამოვდივართ ერთი საარჩევნო ნომრით - 9 და ვაგრძელებთ ბრძოლას ევროპული გზის გადასარჩენად, რისთვისას ერთობლივი სამოქმედო გეგმა არის "ქართული ქარტია";

2. ვთანხმდებით და ვადასტურებთ, რომ არ შევქმნით კოალიციას პარტია "ქართულ ოცნებასთან" და შევქმნით მომავალ მთავრობას პრეზიდენტთან აქტიური კონსულტაციით;

3. გახარია თავად არ იქნება "ძლიერი საქართველოს" პარტიულ სიაში. ხაზარაძეც მზადაა ანალოგიური ნაბიჯისთვის ( გუშინ დაზუსტდა, თუ ეს პრობლემაა, მაშინ ჩავეწეროთ ორივე);

4. ხაზარაძის და გახარიას გუნდი თანაბრად გაინაწილებენ სიაში მანდატებს, დანარჩენი მანდატები განაწილდება კოალიციის სხვა წევრებზე ორივე მხრიდან პრინციპით, მაგ. 10-10 "ლელო"/ გახარია, ზემოდან თანაბრად ორივე მხრიდან კოალიციის სუბიექტები( სხვა დეტალები დასაზუსტებელია)P.S.მან თქვა, რომ ორი პარტია უერთდება;

5. გახარიას პარტიის პროგრამული პრიორიტეტების გაერთიანებას "ძლიერი საქართველოს" პროგრამასთან და თავისი გუნდის მიერ საარჩევნო კამპანიის განმავლობაში ამ პროგრამის და მისი მთავარი გზავნილების მხარდაჭერას, მათ შორის, ანაკლიის მშენებლობაზე, როგორც ქვეყნის მთავრი პრიორიტეტი;

6. ყველაფერს გავაკეთებთ ანაკლიის პროექტის დასრულებისთვის, ქვეყნისთვის ამ მნიშვნელოვან პროექტში დასავლური პარტნიორების მონაწილეობით;

7. 20 ივნისის და წერილის თემაზე პოზიცია: "ქართული ოცნების" ხელისუფლებიდან ჩამოშორების შემდეგ, დამოუკიდებელი პროკურატურის გამოძიების საგანი იქნება - თანამშრომლობა ჩვენი მხრიდან

8. დიდ სტრატეგიულ საკითხებზე დაწესდეს სპეციალურად შექმნილი საბჭო, სადაც ხაზარაძის და გახარიას გუნდები თანაბრად იქნებიან წარმომადგენილები და ამასთან ერთად კოალიციის სხვა წევრებიც;

9. მართვა, საბჭო. მაგ: გახარია/ ხაზარაძე 12-12 კაცი, დამატებით იმდენი სუბიექტის ერთიხმა, რამდენიც კოალიციის პარტნიორები არიან ორივე მხრიდან, (მაქსიმუმ 6 ადამიანი);

გიორგი გახარიასა და მამუკა ხაზარაძეს შორის პირველი შეხვედრა 17 სექტემბერს შედგა. ლიდერები გაერთიანებასთან დაკავშირებით მოსალაპარაკებლად პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში 16 სექტემბერს მიიწვია. როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ისინი ვერ შეთანხმდნენ. გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ წერტილი მან დასვა, რათა მიზანი გადაერჩინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები