მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„15 000-მდე აპარატიდან მწყობრიდან მხოლოდ 20 გამოვიდა“ - როგორია საუკეთესო პრაქტიკა?

ცესკო

ცესკოს თავმჯდომარის გიორგი კალანდარიშვილის განცხადებით, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვა წარმატებით განხორციელდა. მისი ინფორმაციით, საარჩევნო უბნებზე განთავსებული 15 000 აპარატიდან, მწყობრიდან მხოლოდ 20 გამოვიდა, რაც მთლიანი რაოდენობის 0.1%-ია და ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია.

„საარჩევნო ადმინისტრაციის თითქმის 2-წლიანმა დაუღალავმა შრომამ შესაბამისი შედეგი გამოიღო და სიამაყით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ მიერ პროცესის დაგეგმარება ყველა ეტაპზე სწორად იყო წარმართული, ამის დასადასტურებლად კი რამდენიმე შედეგს მოგიყვანთ.

26 ოქტომბრის არჩევნების დღეს საერთო ჯამში გამოყენებული იყო 15 000-მდე აპარატი, საიდანაც მწყობრიდან მხოლოდ 20 აპარატი გამოვიდა, ამის მიუხედავად ყველა შემთხვევაში მოხერხდა საარჩევნო პროცესის გაგრძელება ტექნოლოგიების გამოყენებით და არც ერთ საარჩევნო უბანზე არ დამდგარა ხმის მიცემის პროცესის ტრადიციულ მეთოდზე გადასვლის საჭიროება. არსებული კარგი პრაქტიკის შესაბამისად ტექნოლოგიების გამოყენებით ძალიან კარგ შედეგად ითვლება თუ არჩევნების დროს აპარატების 1% გამოდის მწყობრიდან, ჩვენ შემთხვევაში კი ამ რიცხვმა მხოლოდ 0.1% შეადგინა, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია“, - განაცხადა კალანდარიშვილმა და საარჩევნო ადმინისტრაციის თითოეულ წევრს გაწეული შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მისივე ინფორმაციით, ელექტრონული ტექნოლოგიების გამართულმა მუშაობა დაადასტურა საერთაშორისო აუდიტორულმა, ამერიკულმა კომპანიამაც დაადასტურა, რომელიც ორიდან ერთ-ერთი აკრედიტებული ორგანიზაციაა ამერიკის შეერთებულ შტატებში, რომელსაც არამხოლოდ ხმის მიცემის სისტემის ტესტირების უფლება გააჩნია, არამედ ის თავად გასცემს ლიცენზიებს ვენდორი კომპანიებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები