მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 მაისს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს

პარლამენტი
14.05.24 22:55
650

საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ ავრცელებს განცხადებას, რომლის მიხედვითაც 15 მაისს პარალმენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს. სასესიო სხდომის დასრულების შემდეგ გამოცხადებული წითელი დონე ძალაში ხვალ დილით 09:30 საათამდე იქნება.

„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 მაისის 09:30 საათიდან მის მოხსნამდე, საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა.

დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.

შენობაში დაიშვებიან ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.

აღნიშნული ღონისძიების მიზანია საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა. - განმარტაებულია საქართველოს პარლამენტის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები