მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

1.5 მლნ ევროს ინვესტიციით სამეგრელოში ლოკოკინის ხორცის გადამამუშავებელი საწარმო აშენდება

606b390b84bdf
ინგა მურუსიძე
06.04.21 10:15
4130
კომპანია „ნადი გრუპი“ ლოკოკინების ხორცის გადამამუშავებელი საწარმოს აშენებას გეგმავს. ხობის რაიონის სოფელ ხიბულაში მდებარე საწარმო გაფართოებას მიმდინარე წლის გაზაფხულ-შემოდგომაზე აპირებს.

როგორც „ნადი გრუპის“ დამფუძნებელმა მერაბ ნადარაიამ bm.ge-ს განუცხადა, უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები ნორვეგიულ კომპანიასთან, რომელიც სამეგრელოში ინვესტიციის განხორციელებას აპირებს. საწარმოს აშენება-გამართვა, დაახლოებით, 1,5 მლნ ევრო დაჯდება, თუმცა ჯერ უცნობია, რამდენი იქნება ნორვეგიელი პარტნიორის თანამონაწილეობა. 

„ვგეგმავთ, მივმართოთ სახელმწიფო პროგრამებსაც, მაგალითად, "აწარმოე საქართველოში"-ს და ამის შემდეგ ჩამოვყალიბდებით, თანხის მოცულობა ზუსტად როგორ გადანაწილდება. ახალ საწარმოში ვგეგმავთ ლოკოკინის ხორცის გადამუშავებას - იქნება ნახევარფაბრიკატების, ასევე პარფიუმერიის წარმოება, ასევე ლორწოს გადამუშავება“, - განაცხადა ნადარაიამ და დასძინა, რომ საწარმოს პროექტირებას, დაახლოებით, ერთ თვეში დაიწყებენ.

"შემდეგ უკვე უსწრაფეს ვადებში ავაშენებთ. ვგეგმავთ, რომ მიმდინარე წლის შემოდგომაზე საწარმო ავამუშაოთ", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ლოკოკინების ფერმა ხობში 2017 წელს აშენდა და მასზე 1,8 მლნ ლარის ინვესტიცია ჩაიდო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები