2024 წლის 30 სექტემბერს დასრულებული ფინანსური წლისათვის BDO-ს გლობალურმა კომბინირებულმა შემოსავალმა 15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც წლიურად 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიამ, რომელიც 166 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში, 119 000-ზე მეტი თანამშრომლითაა წარმოდგენილი, წლიური შედეგები გაასაჯაროვა.
კომპანიას შემოსავლის ზრდა ჰქონდა ყველა რეგიონში (ევროპა, ახლო აღმოსავლეთი და აფრიკა (EMEA), ამერიკა და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონი).
ამასთან, ძლიერი შედეგები იყო განვითარებულ ბაზრებზე (საფრანგეთი +22%) და მზარდ ბაზრებზე, როგორიცაა ინდოეთი (+26%) და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში.
„რთული გლობალური ეკონომიკური და პოლიტიკური ვითარების მიუხედავად, ჩვენი ორგანიზაცია კვლავაც აქტიურად ახორციელებს ინვესტიციებს თანამშრომლებსა და ტექნოლოგიებში, იმისთვის, რომ მუდმივად მოვერგოთ და ვუპასუხოთ ჩვენი კლიენტების ცვალებად საჭიროებებს. ჩვენი მულტიდისციპლინარული მიდგომა, ხარისხის, პატიოსნებისა და თანამშრომლობისადმი ერთგულება და საერთო გლობალური ხედვა არის ის ფაქტორები, რომელზე დაყრდნობითაც ვაგრძელებთ საერთაშორისო ბიზნესის შთამბეჭდავ ზრდას, კლიენტებისთვის კი მდგრადი ღირებულების შექმნას",- განაცხადა BDO-ს გლობალურმა აღმასრულებელმა დირექტორმა, პატ კრემერმა.




























