15 ნოემბერს, 17:00 საათზე, საზოგადოებრივი ჯგუფი “დაიტოვე“ საპროტესტო მსვლელობას გეგმავს.
მათ მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, მსვლელობა რესპუბლიკის მოედანზე იქნება.
“არ გაჩერდება ხალხის მდინარე, ქვეყნის გულიდან გამომდინარე“,- წერია პოსტერზე, რომელიც ორგანიზატორებმა გამოაქვეყნეს.
შეგახსენებთ, რომ საზოგადოება 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს აპროტესტებს.