ბოლო 24 საათში კორონავირუსით 4 ადამიანი გარდაიცვალა. სპეციალურ ვებ-გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა მაჩვენებელი უკვე 113-ს შეადგენს.
15 ოქტომბრის განახლებული სტატისტიკა ასეთია:
კორონავირუსის ახალ დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 919, სულ 14440
მათ შორის გარდაცვლილი - 113
გამოჯანმრთელებული - 7367
კარანტინის რეჟიმში - 5792
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 1042
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41.