მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 ოქტომბრიდან Kazunion Tour Operator By Rustar დოჰა-თბილისის ჩარტერულ ფრენებს იწყებს

doha

საერთაშორისო ტუროპერატორი Kazunion Tour Operator By Rustar ქართულ ბაზარზე კატარის მიმართულებით ჩარტერულ რეისებს ამატებს. ქართველ მოგზაურებს დოჰას მიმართულებით გამგზავრება თბილისიდან 15 ოქტომბრიდან შეეძლებათ - ამის შესახებ BMGTV-ის "საქმიანი დილას" ეთერში Kazunion Tour Operator By Rustar-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა თეონა მარტიაშვილმა და გენერალურმა დირექტორმა დავით გაბადაძემ ისაუბრეს.

როგორც თეონა მარტიაშვილი აღნიშნავს, Kazunion Tour Operator By Rustar ქართველ მოგზაურებს საშუალებას აძლევს, უფრო მარტივად და ხელმისაწვდომ ფასად იმოგზაურონ ქვეყანაში, რომელიც ამ დრომდე ფართოდ ხელმისაწვდომი არ იყო. მისივე თქმით, ეს ყველაფერი ხელს ტურისტული სეგმენტის განვითარებას უწყობს.

"ტურისტული სეგმენტი ძალიან სწრაფად მზარდია. ყოველდღიურად, ყოველთვიურად, ყოველწლიურად, სულ ვითარდება, მაგრამ სტაბილურობა მაინც აკლია. ჩვენ კი ფრენებით თუ ჩარტერებით, ხელს ვუწყობთ, რომ უფრო მეტად საიმედო და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. კატარი, ზოგადად ნაკლებად ცნობილია ტურისტული კუთხით, არც თუ ისე ხელმისაწვდომი იყო ნებისმიერი მომხმარებლისთვის, ვინაიდან ფრენა არც თუ ისე ბიუჯეტური იყო. ამ ჩარტერის დადგმით კი, ქართველ ტურისტებს საშუალებას ვაძლევთ, გაეცნონ ამ ახალ მიმართულებას", - აღნიშნა თეონა მარტიაშვილმა.

რაც შეეხება საფასო პოლიტიკას, როგორც Kazunion Tour Operator By Rustar-ის გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი აღნიშნავს, კომპანიის შეთავაზება ყველა მსურველზეა მორგებული და ნებისმიერი ბიუჯეტის ტურის დაგეგმვის შესაძლებლობას იძლევა.

"ჩვენი გათვლაა, რომ მაქსიმალურად ყველანაირ სეგმენტზე გავიდეთ და მომხმარებელს მაქსიმალურად შეღავათიან ფასებს ვთავაზობთ, რადგან ჩარტერული რეისი იძლევა ფასების ლავირების საშუალებას ისე, რომ ნებისმიერ მომხმარებელს, ნებისმიერი ბიუჯეტის მქონე ადამიანს ჰქონდეს საშუალება, საკუთარ თავს მისცეს უფლება, რომ ახალი მიმართულება აღმოაჩინოს.

გათვლა გვაქვს აბსოლუტურად ყველაზე. დასვენება შეუძლია, როგორც ახალგაზრდას, ასევე ოჯახს. ღამის გართობისთვის არის ღამის კლუბები, ოჯახური დასვენებისთვის კი გინესის რეკორდებში შესული აკვაპარკია ქალაქში; არის გამწვანება, პარკები, სკვერები, აბსოლუტურად ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რომ მომხმარებლებამდე მივიტანოთ და ყველა ადამიანის ინტერესებს მოვარგოთ", - განაცხადა თეონა მარტიაშვილმა.

Kazunion Tour Operator By Rustar 18-წლიანი გამოცდილების მქონე კომპანიაა, რომელიც 2007 წელს საამიროებში, დუბაიში მოღვაწე ქართველთა ჯგუფმა Rustar Group-ის სახით დააფუძნა. როგორც Kazunion-ის გენერალური დირექტორი BMG-ის ეთერში აღნიშნავს, კომპანიას, რომელიც საერთაშორისო ბაზარზე ოპერირებს, სრულად ქართული ფესვები აქვს.

"ამ კომპანიას ქართული ფესვები აქვს, მიუხედავად იმისა, რომ საამიროებში დაიბადა. შესაბამისად, მოხდა ისე, რომ დუბაიში განვითარდა და გახდა ბრენდული კომპანია, რომელიც შემომყვანი ტურიზმის მიმართულებით დუბაის TOP სამეულში შედიოდა. დაახლოებით 10-წლიანი საქმიანობის შემდეგ შემოვედით საქართველოში და Rustar-ის წარმომადგენლობა გავხსენით, საქართველოში ტურისტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოგვყავს. საქართველოს მოჰყვა ბევრი სხვა მიმართულება, როგორებიც არის აზერბაიჯანი, მალდივები, სეიშელები და დღეს 10 ქვეყანაში ვართ წარმოდგენილი შემომყვანი ტურიზმის პროფილით.

Kazunion 2009 წლიდან ყაზახეთში დაფუძნებული კომპანიაა, რომელიც იყო ჩვენი ძირითადი პარტნიორი და ტურისტების მომწოდებელი ყველა იმ ქვეყანაში, სადაც Rustar ოპერირებდა. 2020 წლიდან უკვე Kazunion შემოვიერთეთ ჩვენს ჰოლდინგში და გაჩნდა "კაზიუნიონ ტუროპერატორი რუსტარ ჯგუფისგან". თამამად მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ ყაზახური კომპანიის მფლობელებიც ქართველები ვართ და ვოპერირებთ გლობალურ ბაზარზე", - აღნიშნა დავით გაბადაძემ.

ცნობისთვის, Kazunion Tour Operator By Rustar B2B სეგმენტთან თანამშრომლობს და ტურისტულ სააგენტოებს ისეთ პროდუქტებს სთავაზობს, როგორებიცაა: ჩარტერული ფრენები, ორგანიზებული ტურები, სასტუმროების ჯავშნის სერვისები, კორპორაციული მოგზაურობა, კოსიერჟ სერვისები, MICE ტურები და სხვა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები