მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

15 წელი გავიდა და რუსული ოკუპაცია რჩება... გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა - ზელენსკი

ზელენსკ

15 წელი გავიდა და რუსული ოკუპაცია რჩება - ეს ჭრილობა რჩება ქართული სახელმწიფოს სხეულზე -, ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც უკრაინა ომს მოიგებს, გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა გადის.

"ბევრი ითქვა, რომ 2008 წელს მსოფლიო პრინციპული რომ ყოფილიყო, ბევრი რამ სხვაგვარად იქნებოდა. მაშინ რუსეთს უნდა გაეცნობიერებინა, აგრესორი აგრესიაში ყველაზე დიდ ფასს გადაიხდის. ეს აუცილებლად უნდა გააცნობიეროს ახლა. როდესაც უკრაინა მოიგებს ამ ომს, ის არა მხოლოდ შეაჩერებს რუსეთის აგრესიული მადის გაზრდას, არამედ გადაარჩენს სხვა ერებს იმისგან, რასაც ჩვენ გავდივართ - უკრაინა, საქართველო და მოლდოვა. ჩვენი გამარჯვება ყველას დაუბრუნებს ნორმალურ ვითარებას - ეს დაასრულებს რუსეთის ოკუპაციას.

უკრაინელები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს და მადლობას ვუხდი საქართველოს ყველა მოქალაქეს, ვინც ჩვენთან ერთად იცავს თავისუფლებას! და განსაკუთრებით მათ, ვინც უკრაინის თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალების შემადგენლობაში იბრძვის! გაიმარჯვებს თავისუფლება, გაიმარჯვებს საქართველო, გაიმარჯვებს უკრაინა!", - განაცხადა ზელენსკიმ მიმართვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები