მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

15 წლამდე ასაკის 200 ბავშვია აცრილი, მათ შორის ამირან გამყრელიძის შვილიშვილი - ივანე ჩხაიძე

61961b5dcc1d0
ინგა მურუსიძე
18.11.21 13:30
975
იაშვილის კლინიკის პედიატრიული განყოფილების უფროსის ივანე ჩხაიძის ინფორმაციით, 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვებში ვაქცინაციის მაჩვენებელი ნელა, თუმცა იმატებს. მან დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე სტატისტიკური მაჩვენებლების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ვაქცინაცია ძალიან მნიშვნელოვანია.

ჩხაიძის ინფორმაციით, საქართველოში სულ 200 ათასი ბავშვია ამ ასაკობრივ ჯგუფში, საიდანაც აცრილია 200-ზე მეტი.

„უკვე რამდენიმე დღეა 12-დან 15 წლამდე ასაკის ბავშვების ვაქცინაციის პროცესი დაიწყო. რიცხვები ყოველდღიურად მზარდია, ჩვენს კლინიკაში თუ თავიდან დღეში ერთი ბავშვი მოდიოდა, გუშინ 8 ბავშვი აიცრა, რაც მნიშვნელოვანია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ ადამიანების უკან დგანან ვაქცინირებული მშობლები, უკვე ავცერით ამირან გამყრელიძის შვილიშვილი, 12-15 წლამდე ასაკის“, - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები