მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

150 სახელმწიფო ქონება 160 მლნ ლარად - ობიექტები 50 და 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება

60b73dba7d4d7
ვიქტორია მღებრიშვილი
02.06.21 12:21
1065
სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ პროგრამის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" ფარგლებში 150-ზე მეტი საინვესტიციო პროექტი აუქციონზე გამოიტანა.

სააგენტოს ცნობით, 8 ობიექტი სახელმწიფო საწარმოა. ამასთან, 50 ობიექტი - 50%-იანი, ხოლო 25 ობიექტი - 25%-იანი ფასდაკლებით იყიდება.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო აგრძელებს დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს ძველ შეთავაზებებთან ერთად, ახალ ობიექტებსაც წარუდგენს.

ამჯერად ელექტრონულ აუქციონებზე გამოტანილია 160 მილიონი ლარის ღირებულების 150-ზე მეტი საინვესტიციოდ მიმზიდველი შეთავაზება, მათ შორის 8 სახელმწიფო საწარმო.

"სახელმწიფო ქონების პრივატიზების პროცესი მაქსიმალურად გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ყველა დაინტერესებულ პირს თანაბარი შესაძლებლობა აქვს ყოველგვარი ბიუროკრატიული პროცედურების გარეშე მონაწილეობა მიიღოს ელექტრონულ აუქციონებში და მოკლე დროში გახდეს სახელმწიფო აქტივის მესაკუთრე“, - ნათქვამია ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აუქციონების შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: https://bit.ly/3fI6im8

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები