ლიბერთი ბანკმა დღეს საპენსიო სესხის 150,000 მომხმარებლისთვის განაკვეთის შემცირების შესახებ გააკეთა განცხადება. საგულისხმოა გარემოება, რომ ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ბანკსა და მთავრობას ასევე ეროვნულ ბანკს შორის კონსულტაციები, რომელთა შედეგადაც ბანკმა ჯერ კიდევ თებერვალშივე დააანონსა, რომ საკუთარი გადაწყვეტილებით, აღნიშნული მომხმარებლების საპროცენტო განაკვეთებს შეცვლიდა და მას იმ საკრედიტო პირობებზე გადაიყვანდა, რომლებიც 2023 წლიდან ამოქმედდა.
შეგახსენებთ, რომ 2023 წლიდან საპენსიო სესხების მომხმარებლებისთვის ახალი პირობები განისაზღვრა და სახელმწიფოსა და ლიბერთი ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით დაწესდა სპეციალური ფორმულა, რომელზე დაყრდნობითაც საპენსიო სესხის განაკვეთი უნდა ითვლებოდეს შემდეგნარიად ექვსთვიან TIBR ინდექსს პლუს 15%. TIBR-ის ინდექსი არის თბილისის ბანკთაშორისი განაკვეთის ინდექსი, რომელიც როგორც წესი ეროვნული ბანკის რეფინანსირების განაკვეთის ტოლია. შესაბამისად, არსებული მდგომარეობით, საპენსიო სესხების განაკვეთი 23.25% უნდა იყოს.
ცვლილება შეეხოთ იმ პირებს, რომლებსაც საპენსიო სესხის ხელშეკრულება 2023 წლამდე ჰქონდათ გაფორმებული. განაკვეთების ცვლილება 15 მარტს მოხდება.
ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი სტატისტიკის მიხედვით, 2023 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით, სულ 346 ათასი საპენსიო სესხი იყო გაცემული, ამ კრედიტების ჯამი კი 405 მილიონ ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ერთი საპენსიო სესხის საშუალო ზომა 1,170 ლარს შეადგენს. ამ კრედიტების საშუალო შეწონილი განაკვეთი 27.6%-ს შეადგენდა. საგულისხმოა გარემოება, რომ 15 მარტიდან ამ კრედიტების ნაშთის საშუალო განაკვეთი კიდევ შემცირდება.
ცნობისთვის: 22 თებერვალს საქართველოს მთავრობამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ 150 000-ზე მეტ პენსიონერს სესხის პროცენტი შეუმცირდება. გადაწყვეტილება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრაზე მიიღეს, სადაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ნათია თურნავას და „ლიბერთი ბანკის“ გენერალურ დირექტორს ბექა გოგიჩაიშვილს შეხვდა. ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ამ გადაწყვეტილებით, 150 000-ზე მეტ პენსიონერს, რომლებმაც სესხი აიღეს 2023 წლამდე, სესხის პროცენტი შეუმცირდებათ და გაუტოლდება იმ პროცენტს, რომელიც 2023 წლიდანაა დაწესებული. "ლიბერთი ბანკში" განმარტავდნენ, რომ 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე პროცენტის შემცირება მათი გადაწყვეტილება იყო და ამავე დროს ამბობენ, რომ დეტალები იმის შესახებ რამდენ პენსიონერს, ჯამურად რა მოცულობის თანხით შეუმცირდება, ზუსტდება. ამის შესახებ „ლიბერთი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, ბექა გოგიჩაიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
საპენსიო სესხების საკითხი იყო 23 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას პარლამენტში დაბადების მთავარი თემაც. ინტერპელაციით წესით საკანონმდებლო უწყებაში გამოსვლისას ნათია თურნავა საკითხზე საუბრისას 150 000-ზე მეტ საპენსიო სესხზე საუბრობ და არა 150 000 პენსიონერის სესხზე.