მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16 აგვისტოს სულ 25 083 აცრა გაკეთდა - რომელ რეგიონებშია ინტენსიური ვაქცინაცია

611b628990619
ვიქტორია მღებრიშვილი
17.08.21 11:21
1065

საქართველოში 17 აგვისტოსთვის ჯამურად კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ფარგლებში 831 815 აცრა ჩატარდა, ბოლო 24 საათში ჩატარებული აცრების რაოდენობამ კი 25 083 შეადგინა.

NCDC-ის ინფორმაციით, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ვაქცინაციის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: თბილისი - 7 461; აჭარა - 2 521; იმერეთი - 1 803; სამეგრელო - ზემო სვანეთი - 1 173; შიდა ქართლი - 591; ქვემო ქართლი - 327; მცხეთა- მთიანეთი - 279; კახეთი - 290; გურია - 164. (რაჭა-ლეჩხუმ -ქვემო სვანეთის მონაცემები მითითებული არ არის).




დაავადებათა ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, დღეისთვის საქართველოს მასშტაბით სრულად 245 207 პირია აცრილი, ხოლო ერთი დოზით 586 608 ადამიანი.

ცნობისთვის: დღეისთვის საქართველოს მასშტაბით ვაქცინაცია 4 დასახლები ვაქცინითაა შესაძლებელი: Pfizer-ით, AstraZeneca-თი, Sinopharm-ით და Sinovac-ით. ამასთან აცრის მსრუველ მოქალაქეებს ვაქცინაცია როგორც პორტალზე წინასწარი რეგისტრაციით, ასევე რიგ ქალაქებში წინასწარი რეგისტრაციის გარეშე სპეციალურად ამოქმედებულ ამცრელ პუნქტებში შეუძლიათ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები