16 ივნისს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში ეწვევა. ამის შესახებ ბიუროს დღევანდელ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
ამასთან, ბიუროს სხდომაზე გაცხადდა, რომ პლენარული სხდომების დღის წესრიგის თანახმად, მიმდინარე სასესიო კვირას, 80-ზე მეტი საკითხის განხილვაა დაგეგმილი.