მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ევროს ერთიანი გადახდისა და როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით ვმუშაობთ" - ილია დარჩიაშვილი

648c257dcf679
გიგა ბენია
16.06.23 13:08
646
საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი პარლამენტში „მინისტრის საათის“ ფორმატში სიტყვით გამოდის. მინისტრი ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე საუბრობს.

დეპუტატების წინაშე გამოსვლისას, ილია დარჩიაშვილმა აღნიშნა, რომ მთავრობა სხვა საკითხებთან ერთად, ევროს ერთიანი გადახდის სივრცისა და როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით მუშაობს.

„აქტიურად ვაგრძელებთ მუშაობას, აგრეთვე, ევროს ერთიანი გადახდის სივრცესა და როუმინგის ერთიან სივრცეში ინტეგრაციის მიმართულებით, რაც უშუალოდ ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობას ემსახურება - ამ მხრივ, კონსულტაციები გრძელდება ევროკომისიასთან“, - განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები