მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

16 ნოემბერი: საქართველოში covid-19-მა კიდევ 30 ადამიანი იმსხვერპლა

5fb215ddafb35
ინგა მურუსიძე
16.11.20 10:55
605
ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 30 ადამიანი გარდაიცვალა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. 

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გარდაიცვალა 30 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 15, აჭარაში - 5, იმერეთში - 7, შიდა ქართლში - 2, ხოლო ქვემო ქართლში - 1 ადამიანი. 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს 733 გარდაცვალების შემთხვევა", - თქვა ხოჯევანიშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები