მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 პირიდან 10 აცხადებს, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლია - სახალხო დამცველი

ლევან იოსელიანი
19.11.24 18:46
457

2024 წლის 19 ნოემბერს საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა დროებითი მოთავსების იზოლატორებში განთავსებული 14 მოქალაქე და აქციის დაშლისას მიღებული ფიზიკური დაზიანებების გამო, კლინიკაში მყოფი 2 მოქალაქე მოინახულეს. ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, იმ 16 პირიდან, რომლებიც სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოინახულეს, 10 აცხადებს, რომ არის სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა ან ძალის გადამეტების მსხვერპლი.

"სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირება მოახდინა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდა დაუყოვნებლივ დაიწყოს და წარმართოს ეფექტიანი გამოძიება - ყველა პასუხისმგებელი პირის გამოსავლენად. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატმა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს საჯაროდ გავრცელებული ინფორმაცია და კადრები გადასცა, რომელშიც პოლიციის მხრიდან შესაძლო ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებია ასახული", - აცხადებენ სახალხო დამცველის აპარატში და დასძენენ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასების მიზნით, მონიტორინგს გაუწევენ გამოძიების მსვლელობას.

ცნობისთვის, შსს-ს ინფორმაციით, დღეს დილიდან საპროტესტო აქციის დაშლის დროს საპოლიციო ძალებმა 16 ადამიანი დააკავეს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები