მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან

ლევან იოსელიანი

სახალხო დამცველის წარმომადგენლები აქციაზე დაკავებულ პირებს ხვდებიან. ამის შესახებ ომბუდსმენის აპარატი იტყობინება.

"30 აპრილის ღამიდან მოყოლებული სახალხო დამცველი და მისი რწმუნებულები ადგენენ დაკავებულთა ადგილმდებარეობას და ხვდებიან აქციის მონაწილეებს. ამ დროისთვის თბილისში დიღმისა და ავჭალის, ასევე, ზუგდიდის დროებითი მოთავსების იზოლატორებში უკვე მოინახულეს 22 ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირი და ასევე, კლინიკაში მყოფი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი და პარტიის წევრი სოფო ჯაფარიძე. რწმუნებულები ამ დროისთვისაც განაგრძობენ დაკავებულთა მონახულებას, მათ შორის მუნიციპალიტეტებში.

ამ დრომდე ყველა იმ პირზე, ვინც მიუთითა არასათანადო მოპყრობაზე/ძალის გადამეტებაზე, ინფორმაცია მიეწოდება სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს.

შეგახსენებთ, რომ უფლებადარღვევის შემთხვევებზე შეტყობინების მიღების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის ცხელი ხაზი - 14 81 - მუშაობს 24-საათიან რეჟიმში.

სახალხო დამცველის აპარატი პერიოდულად მოახდენს საზოგადოების ინფორმირებას განხორციელებული ვიზიტებისა და შედეგების შესახებ", - წერია სახალხო დამცველის აპარატის ინფორმაციაში.

ცნობისთვის, მთელი ღამე რუსთაველზე "რუსული კანონის" მოწინააღმდეგეები აქციას მართავდნენ. პოლიციის ძალები მათ დაშლას ცდილობდა. ნაცემია არაერთი ადამიანი, მათ შორის ნაცმოძრაობის ლიდერი ლევან ხაბეიშვილი და ანაკლიის განვითარების კონსორციუმის სამეთვალყურეო საბჭო წევრი, თედ ჯონასი. აქციის მონაწილეებს გადაკეტილი ჰქონდათ მარცხენა და მარჯვენა სანაპიროები. პოლიციამ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ წიწაკის სპრეი, ცრემლსადენი გაზი და წყლის ჭავლი გამოიყენა. დაკავებულია 63 აქტივისტი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები