სახალხო დამცველი სამართალდამცველ ორგანოებს და ხელისუფლებას მოუწოდებს, მოიქცნენ მაქსიმალური სიფრთხილით, რადგან ახლა ემოციები პიკშია. ამის შესახებ მან "tv პირველთან" ისაუბრა.
ლევან იოსელიანის თქმით, შეიძლება ყველაფერი ტრაგიკულად დასრულდეს, თუ სამართალდამცველებს, ან რომელიმე მოქალაქეს ნერვები უმტყუნებს.
მისივე თქმით, აპარატი ახლა დაკავებულთა ადგილსამყოფელს სწავლობს.
"ჩვენ უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ ამაზე, ახლაც ჩვენი წარმომადგენლები ადგენენ დაკავებულების ადგილსამყოფელს, მათ შორის ლაზარესაც და ყველას მოვინახულებთ და ყველაზე გავავრცელებთ ინფორმაციას“, - ამბობს ომბუდსმენი.