მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოვლენების შეფასებას ომბუდსმენი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს - განცხადება

6407c35c8e7de
BM.GE
08.03.23 03:05
629
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი აქციაზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირენით განცახდებას ავრცელებს.

ინფორმაციაში წერია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები აგრძელებენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციის მიმდინარეობაზე დაკვირვებას, ასევე ხვდებიან დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის განყოფილებებში დაკავებულ მოქალაქეებს.

„სახალხო დამცველის წარმომადგენლები თავისი მანდატის ფარგლებში კვლავ გააგრძელებენ დაკავებული პირების მონახულებას და მათი ფიზიკური მდგომარეობის გაცნობას.

7-8 მარტის საპროტესტო აქციაზე განვითარებული მოვლენების შეფასებას საქართველოს სახალხო დამცველი საზოგადოებას უახლოეს დღეებში გააცნობს“, – აღნიშნულია განცხადებაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები