მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა Anuga 2021-ში მონაწილეობს

6165775186890
ვიქტორია მღებრიშვილი
12.10.21 16:07
692
2021 წლის 9-13 ოქტომბერს, 16 ქართული კომპანია სასმელი და საკვები პროდუქტების საერთაშორისო გამოფენა - @Anuga 2021-ში მონაწილეობს. ინფორმაციას სსიპ „აწარმოე საქართველოში“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოფენაზე კომპანიები სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ექსპორტის მიმართულების ორგანიზებით, The USAID Agriculture Program -ის და ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “მზაობა ვაჭრობისთვის” მხარდაჭერით იმყოფებიან.

ქართული დელეგაცია აღნიშნულ გამოფენაზე მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი, კერძოდ: სხვადასხვა თხილეულის, ხილის პროდუქტის, ბოსტნეულის და ხილის ნატურალური წვენების, თაფლის, დაფნის, მშრალი ხილის (ჩირის), ღვინის/ცქრიალა ღვინის და ჩაის პროდუქტები.

ქართული დელეგაცია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით მოცემულ გამოფენაში მეოთხეჯერ იღებს მონაწილეობას.

„გამოფენა Anuga 2021-ზე საქართველო პირველად იქნება წარმოდგენილი ახალი სტენდის დიზაინით, რომელიც USAID Agriculture Program-ის მხარდაჭერით შემუშავდა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ასევე რამდენიმე კომპაანიისათვის გამოფენაში მონაწილეობის ხარჯების თანადაფინანსება და საქართველოს სტენდის სარეკლამო ბანერების დამზადება მოხდა, რომელშიც ასევე ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი - „მზაობა ვაჭრობისთვის“ იყო ჩართული“, - ნათქვამია „აწარმოე საქართველოს“ მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

გამოფენა ტრადიციულად ქალაქ კიოლნში, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში იმართება, სადაც ყოველწლიურად საშუალოდ 165 000 ვიზიტორი და 7 400-მდე გამომფენი მონაწილეობს. იგი ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და მნიშვნელოვან ღონისძიებას წარმოადგენს სასმელი და საკვები პროდუქტის სექტორში, რომლის მიზანია, ბიზნესკავშირების დამყარება პოტენციურ საერთაშორისო პარტნიორებსა და დამკვეთებთან, ქვეყნის საექსპორტო პოტენციალის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიცირება.
(NS)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები