მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

16 სექტორში ხელფასების მატება ინფლაციას ასწრებს

642acc496b70a
შოთა ტყეშელაშვილი
03.04.23 16:07
1018
საქსტატმა 2022 წლის მეოთხე კვარტალის მდგომარეობით ქვეყანაში არსებული საშუალო ხელფასის სტატისტიკა გამოაქვეყნა. უწყების ინფორმაციით, ის 1,773 ლარს შეადგენს, რაც წინა წელთან შედარებით 310 ლარით, ანუ 21%-ით მეტია.

გაიზარდა თუ არა ხელფასები ინფლაციის გათვალისწინებით?

ამ კითხვაზე პასუხის დასადგენად, შეგვიძლია შევადაროთ, გაიზარდა თუ არა წინა წელთან შედარებით ხელფასები ამ პერიოდის საშუალო ინფლაციასთან 10.5%-თან შედარებით უფრო მაღალი ტემპით. თუკი ზრდის ტემპი აჭარბებს ინფლაციას, მაშინ ხელფასის მსყიდველუნარიანობა ინფლაციის გათვალისწინებით წელს გაზრდილია, ხოლო თუკი ის ინფლაციას ჩამორჩება, მაშინ, ხელფასის რეალური მსყიდველუნარიანობა წინა წელთან შედარებით შემცირებულია.

საქსტატი ხელფასების სტატისტიკას 20 დარგისთვის ითვლის, ამ 20 დარგიდან 16 სექტორში ხელფასების მატების ტემპი ინფლაციას აღემატება, შესაბამისად, ამ დარგებში დასაქმებულთა საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა წინა წელთან შედარებით გაზრდილია.

თუკი ინფლაციის მაჩვენებელს გავითვალისწინებთ, მაშინ ქვეყანაში საშუალო ხელფასის მსყიდველუნარიანობა 11%-ით არის გაზრდილი.

ხელფასების რეალური მსყიდველუნარიანობა მხოლოდ 4 სექტორში არის შემცირებული, რადგან მათში ანაზღაურებების ზრდა საშუალო ინფლაციას ჩამოუვარდება. ესენია განათლების; სოფლის მეურნეობის; ჯანდაცვისა და ნარჩენების მართვის სექტორები. ამასთან, ყველაზე დაბალი ხელფასები კვლავ განათლების სექტორში ნარჩუნდება.

რამდენად ასწრებს ხელფასების ზრდა საშუალო ინფლაციას - სექტორების შედეგები:

● ინფორმაცია და კომუნიკაცია - 3,673 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 51%
● საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები - 2,727 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 2%
● მშენებლობა - 2,536 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 4%
● პროფესიული, სამეცნიერო და ტექნიკური საქმიანობები - 2,455 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 5%
● სამთომოპოვებითი მრეწველობა - 2,243 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 8%
● ენერგეტიკა - 2,212 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 15%
● ლოგისტიკა - 2,069 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 3%
● სახელმწიფო მმართველობა და თავდაცვა - 2,041 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 40%
● უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები - 1,751 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 22%
● საბითუმო და საცალო ვაჭრობა - 1,719 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 7%
● ხელოვნება, გართობა და დასვენება - 1,654 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 12%
● დამამუშავებელი მრეწველობა - 1,643 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 1%
● ჯანდაცვა და სოციალური მომსახურება - 1,419 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -10%
● სასტუმროები და რესტორნები - 1,375 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 14%
● სხვა სახის მომსახურება - 1,299 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 19%
● ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურება - 1,278 ლარი, მსყიდველუნარიანობის ზრდა ინფლაციის გათვალისწინებით 10%
● სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა - 1,179 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -7%
● წყალმომარაგება; კანალიზაცია, ნარჩენების მართვა - 1,137 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -1%
● განათლება - 1,006 ლარი, მსყიდველუნარიანობის კლება ინფლაციის გათვალისწინებით -1%

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები