საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2024 წლის პირველ 4 თვეში 936 მილიონი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს - ამის შესახებ მათ მიერ ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციიდან ხდება ცნობილი. 2023 წელთან შედარებით ბანკების ჯამური მოგება 168 მილიონი ლარით, ანუ 22%-ით არის გაზრდილი. სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური დოკუმენტაციის თანახმად, საბანკო სექტორის მოგების 88% ქვეყნის ორ უმსხვილეს ბანკზე მოდის, ხოლო პირველი სამი ბანკის მოგება სექტორის მთლიანი მოგების 91%-ია. ამასთან, სტატისტიკის თანახმად, 17 კომერციული ბანკიდან 5 ზარალზეა.
კომერციული ბანკების ფინანსური შედეგები 2024 წლის 4 თვეში:
ბანკი |
წმინდა მოგება/ზარალი 2024 წლის 4 თვეში, ლარებში |
| საქართველოს ბანკი | 475,393,000 |
| თი–ბი–სი ბანკი | 346,982,000 |
| ლიბერთი ბანკი | 32,131,000 |
| ბაზის ბანკი | 24,115,000 |
| პროკრედიტ ბანკი | 12,616,000 |
| ქართუ ბანკი | 12,326,000 |
| კრედო ბანკი | 11,032,000 |
| ტერა ბანკი | 9,461,000 |
| ხალიკ ბანკი | 6,372,000 |
| იშ ბანკ | 5,129,000 |
| პაშაბანკი | 2,659,000 |
| ზირაათ ბანკი | 1,853,000 |
| ვი–თი–ბი ბანკი | -74,000 |
| პეივბანკი | -117,000 |
| პეისერა | -524,000 |
| ჰეშბანკი | -1,037,000 |
| სილქ ბანკი | -2,482,000 |




























