მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17%-იანი კლების მიუხედავად, ტურიზმიდან შემოსავლებში კვლავ რუსეთი ლიდერობს

ტურიზმი

რუსეთიდან მიღებული ტურისტული შემოსავლები კლების ტენდენციით ხასიათდება.

საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის თანახმად, 2025 წლის I კვარტალში რუსეთიდან საქართველოში მოგზაურობით მიღებული შემოსავალი 17.2%-ით შემცირდა და 141.8 მლნ დოლარი შეადგინა.

მკვეთრი კლების მიუხედავად, რუსეთი ქვეყნებს შორის კვლავ ლიდერ პოზიციას იკავებს და მათ შორის აჭარბებს ევროკავშირის ქვეყნებიდან ჯამურად მიღებულ შემოსავალს, რომელმაც 103.2 მლნ დოლარს.

საპირისპიროდ, მაღალი პროცენტული ზრდა დაფიქსირდა აზერბაიჯანიდან - 19.8% და საუდის არაბეთიდან - 12.3%. ამავდროულად სტატისტიკის მიხედვით, მაღალი ზრდის ტემპით გამოირჩევა ისრაელიდან მიღებული მოგზაურობიდან შემოსავლები, რომელმაც 2025 წლის I კვარტალში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 73.7%-იანი ზრდა აჩვენა და 114.2 მლნ აშშ დოლარს გაუტოლდა.

ჯამურად, I კვარტალში საქართველომ ტურიზმიდან 826 მილიონი აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 2.3%-ით მეტია. ტურიზმიდან შემოსავლები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • რუსეთი - 141.8 მლნ დოლარი/კლება 17.2%;
  • ისრაელი - 114.2 მლნ დოლარი/ზრდა 73.7%;
  • თურქეთი - 107.1 მლნ დოლარი/კლება 8.8%;
  • ევროკავშირი - 103.2 მლნ დოლარი/კლება 4.8%;
  • აზერბაიჯანი - 48.6 მლნ დოლარი/ზრდა 19.8%;
  • უკრაინა - 33.7 მლნ დოლარი/ზრდა 2%;
  • სომხეთი - 28.2 მლნ დოლარი/კლება 10%;
  • ირანი - 27.2 მლნ დოლარი/კლება 8%;
  • ბელარუსი - 15.9 მლნ დოლარი/კლება 3.8%;
  • საუდის არაბეთი - 8.7 მლნ დოლარი/ზრდა 12.3%;
  • დანარჩენი ქვეყნები - 197.4 მლნ დოლარი/ზრდა 6%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები