17 მარტის ღონისძიებების ანონსი შემდეგია:
10:00 საათზე, საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი (პროექტი): საქართველოს პარლამენტის წევრების შოთა ბერეკაშვილის, თორნიკე ბერეკაშვილის, გიორგი ბარვენაშვილის, ირაკლი მეზურნიშვილის და ლევან მაჭავარიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის და „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტის (266/3-XIმპ, 10.03.2026) განხილვა; მომხსენებელი: ლევან მაჭავარიანი.
10:20 საათზე, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი: „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (268/2-XIმპ, 11.03.2026) განხილვა I მოსმენით (დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: ზვიად გაბისონია - განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე.
10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ბიზნესმენ ლევან ჯანგველაძის მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებული ძმები მიქაძეეებისა და გიორგი ჯოხაძის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს, ბრუნვის მოცულობის ინდექსს (2026 წლის იანვარი).
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების - მარიამ მეყანწიშვილის, ნანა სანდერისა და კიდევ 10 პირის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომა გაიმართება.
დღის წესრიგი: საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, თენგიზ შარმანაშვილი, ზვიად შალამბერიძის, ირაკლი ხელაძის, გენრიეტა წიწავას, ვიქტორ ჯაფარიძისა და იოსებ ჯორბენაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტები: „დაზვერვის სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (270/3-XIმპ, 11.03.2026) წამყვანი კომიტეტი; I მოსმენა (განიხილება დაჩქარებული წესით); მომხსენებელი: საქართველოს პარლამენტის წევრი - ალექსანდრე ტაბატაძე.
11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.
12:00 საათზე, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა გაიმართება.
16:00 საათზე, ქალთა და ბავშვთა საკითხებზე მომუშავე დროებითი კომისიის სხდომა გაიმართება.



























