მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

17 ნოემბერს პარლამენტში იუსტიციის მინისტრს მოუსმენენ

იუსტიციის მინისტრი

მიმდინარე სასესიო კვირას, პარასკევს, 17 ნოემბერს, პარლამენტი „მინისტრის საათის“ ფორმატში იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენს. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს სხდომაზე განაცხადა.

ბიუროს სხდომაზე ახალი საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს და სავალდებულო და წამყვანი კომიტეტები განსაზღვრეს. პარლამენტი მიმდინარე სასესიო კვირას 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვარიანტზე იმსჯელებს. ასევე დაჩქარებული წესით განიხილავს „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებას.

ბიუროს გადაწყვეტილებით, საპარლამენტო ოპოზიციის მიერ შემუშავებული რეზოლუციის პროექტი „რუსეთის ფედერაციის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევისა და მათზე ეფექტური რეაგირების შესახებ“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს გადაეცემა განსახილველად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები