კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა რიცხვი 1758-ით, 33858-მდე გაიზარდა. სპეციალურ გვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 2197-ით მოიმატა და ამჟამად Covid-19 სულ 14 829-მა მოქალაქემ დაამარცხა.
დანარჩენი სტატისტიკა ასეთია:
მათ შორის გარდაცვლილი - 253
კარანტინის რეჟიმში - 3507
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 4022
კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები - 2344
*უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები - 41