აღნიშნულის გადასამოწმებლად კომპანია „ვიზეარს“ დავუკავშირდით, თუმცა კომპანიაში ინფორმაციას ოფიციალურად ჯერ არ ადასტურებენ.
შეგახსენებთ: უნგრული ავიაკომპანიის მიერ ფრენების დაწყებას ჯერ კიდევ მარტის ბოლოდან აანონსებდა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა. როგორც ის 4 მარტს აცხადებდა, „ვიზეარი“ კვირაში 45 ფრენას 20 მიმართულებით შეასრულებდა, თუმცა ეს ინფორმაცია იმავე დღეს თავად ავიაკომპანიამ უარყო. მაშინ კომპანიის კორპორაციული კომუნიკაციების მენეჯერმა ანდრაშ რადომ bm.ge-ს უთხრა, რომ ქუთაისიდან “ფრენების აღდგენის კონკრეტულ თარიღზე საუბარი ძალიან ნაადრევი იყო”.