მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18 გარდაცვლილი ნაპოვნია, ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს - გელაძე

გელა გელაძე

"ქართული ოცნების" შინაგან საქმეთა მინისტრი გელა გელაძე ამბობს, რომ თურქეთის სამხედრო თვითმფინავის ჩამოვარდნის შედეგად დაღუპული 18 პირის ცხედარი უკვე ნაპოვნია და მიმდინარეობს კიდევ ორის სამძებრო სამუშაოები.

"18 მათგანი ნაპოვნია, ხოლო ორი ადამიანის სამძებრო სამუშაოები გრძელდება", - უთხრა ჟურნალისტებს გელაძემ.

მისივე თქმით, შექმნილია საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფი, რომელშიც თურქული მხარეც არის ჩართული. მომხდარის სხვა დეტალებზე გელა გელაძე ჯერ არ საუბრობს.

თურქეთის თავდაცვის სამინისტრომ ოფიციალურად გამოაქვეყნა იმ 20 სამხედრო მოსამსახურის სახელები და ფოტოები, რომლებიც 11 ნოემბერს საქართველოს ტერიტორიაზე თურქული სამხედრო თვითმფრინავის ჩამოვარდნის შედეგად დაიღუპნენ.

11 ნოემბერს, სიღნაღის მუნიციპალიტეტში, საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან დაახლოებით 5 კილომეტრში, თურქულმა სამხედრო თვითმფრინავმა ავიაკატასტროფა განიცადა. ცნობილია, რომ თვითმფრინავი აზერბაიჯანიდან თურქეთის მიმართულებით ასრულებდა რეისს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები