მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

18 მაისიდან 3-ზე მეტი ადამიანის შეკრება დაშვებულია, თუმცა ავტომობილში - არა

5ebcf0315432f
ინგა მურუსიძე
14.05.20 11:10
4336
18 მაისიდან 3 ადამიანზე მეტის შეკრების შეზღუდვა მოიხსნება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.

რაც შეეხება ავტომობილებით გადაადგილებისას სამი ადამიანზე მეტის მანქანაში ჯდომის შეზღუდვას, გახარიას თქმით, ეს ძალაში რჩება.

„18 მაისიდან მოიხსნება შეზღუდვა 3 ადამიანზე შეკრების თვალსაზრისით, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მოიხსნება შესაძლებლობა სამი ადამიანის გადაადგილებაზე ავტომობილებით. ამ შეზღუდვას აქვს მნიშვნელოვანი ეპიდემიოლოგიური აზრი და ჩვენ ეპიდემილოგების გვჯერა. პროფესიონალების აზრი ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი“, - განაცხადა გახარიამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები