18 მარტს საქართველოს პრეზიდენტი კოვიდსაწინააღმდეგო "ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრება.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ რელიზში წერია, რომ სალომე ზურაბიშვილი საპასუხისმგებლო თანამდებობაზე მყოფ ყველა პირველ პირს ვაქცინის გაკეთებისაკენ მოუწოდებს.
ინფორმაციისთვის, საქართველოში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. ამ დროისთვის ვაქცინა მხოლოდ მედიკოსებისთვის არის ხელმისაწვდომი, ხოლო მეორე ეტაპზე აცრა 75 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებისთვის არის გათვალისწინებული.
როგორ მოხვდა პრეზიდენტი იმ პაციენტების რიცხვში, ვინც აცრა უნდა გაიკეთოს, უცნობია. აღნიშნულზე განმარტება, ჯერჯერობით, არ კეთდება.




























