მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

18 წლის წინ რუსეთმა დაიწყო ომი საქართველოს წინააღმდეგ, ესტონეთი ქართველი ხალხის გვერდით დგას - მაგნუს ცაჰკნა

მარგუს ცაჰკნა

რუსეთ-საქართველოს ომის 18 წლისთავს ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მაგნუს ცაჰკნა ეხმაურება.

ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე წერს, რომ რუსეთის ომი საქართველოს წინააღმდეგ ნათელი მაგალითია იმისა, რომ კრემლი უარყოფს აღიაროს მეზობელი ქვეყნების ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი.

"უკვე 18 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც რუსეთმა ომი დაიწყო საქართველოს წინააღმდეგ და აჩვენა საკუთარი უპატივცემულობა მეზობლების სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ესტონეთი დგას ქართველი ხალხის გვერდით და ერთგული რჩება საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და მისი ომი უკრაინის წინააღმდეგ ცხადყოფს, რომ კრემლი თავისი ამბიციების მისაღწევად კვლავ ძალას იყენებს.

ჩვენ უარვყოფთ ძალის გამოყენებით საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შეცვლის ნებისმიერ მცდელობას", - წერს ცაჰკნა.

2008 წლის 12 აგვისტოს საფრანგეთის პრეზიდენტმა ნიკოლა სარკოზიმ და რუსეთის პრეზიდენტმა დმიტრი მედვედევმა მოსკოვში მოაწერეს ხელი საქართველოში საბრძოლო მოქმედებების დასრულების 6-პუნქტიან შეთანხმებას, თუმცა რუსეთი ამ შეთანხმებას დღემდე არ ასრულებს და უარს ამბობს ომამდელ პოზიციებზე დააბრუნოს საკუთარი სამხედროები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები