"რუსული კანონის" რეესტრში რეგისტრაციის ვადა დღეს 18:00 საათზე უნდა ამოწურულიყო.
იუსტიციის მინისტრის მოადგილის თამარ ტყეშელაშვილის თქმით, ამ დროისთვის საჯარო რეესტრს უცხო ძალის ინტერესის გამტარად რეგისტრაციისთვის 469 ორგანიზაციამ მიმართა. როგორც ტყეშელაშვილმა "იმედის" ეთერში განაცხადა, ინფორმაცია განახლდება, რადგან საჯარო რეესტრის ფილიალებში ამ დრომდე რეგისტრაციის მსურველთა რიგია.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე, დავით დევიძის გასულ კვირას გაკეთებული განცხადებით, საქართველოში რეგისტრირებულია 31 233 არასამეწარმეო იურიდიული პირი ანუ არასამთავრობო ორგანიზაციაა. გამოდის, რომ "რუსული კანონის" რეესტრში ორგანიზაციების 1.5% დარეგისტრირდა.
bm.ge იუსტიციის სამინისტროს მიერ ინფორმაციის განახლებისთანავე განაახლებს მასალაში მონაცემებს.