საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა სებ-ს 2025 წლის პირველი ორი თვის ფინანსური შედეგები უკვე წარუდგინეს. ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, 19 კომერციული ბანკის ჯამური მოგება 462 მილიონ ლარს შეადგენდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1.5 მილიონი ლარით, ანუ 0.3%-ით მეტია. 19 ბანკიდან იანვარ-თებერვალში 14 მოგებაზე იყო, 5-მა კი პერიოდი ზარალით დაასრულა.
სტატისტიკის თანახმად, მოგების მიხედვით პირველ ადგილს კვლავ საქართველოს ბანკი იკავებს, რომელმაც 2025 წლის იანვარ-თებერვალში 256 მილიონი ლარის მოგება მიიღო. ეს თანხა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 19.1 მილიონით, ანუ 8%-ით არის გაზრდილი. მოგებით მეორე ადგილზეა "თიბისი ბანკი" 172 მილიონი ლარით, რაც წლიურად 2.6 მილიონით, ანუ 1.6%-ით არის გაზრდილი. მესამე პოზიციას კი "ლიბერთი ბანკი" იკავებს 18.4 მილიონიანი მოგებით, რაც წლიურად 12.5%-ით არის გაზრდილი.
რაც შეეხება ზარალიან ბანკებს, მათ შორის ყველაზე დიდი ზარალი "ვითიბი ბანკს" აქვს, რომელსაც ოპერირება 2022 წლის თებერვალში დაწესებული საერთაშორისო სანქციების გამო ფაქტორბივად შეზღუდული აქვს. ბანკმა იანვარ-თებერვალში 28 მილიონი ლარით იზარალა. ასევე ზარალზე არიან პეივბანკი 57 ათასი ლარით, ჰეშბანკი 1.4 მილიონი ლარით, პაშაბანკი 1.5 მილიონი ლარით და "სილქ ბანკი" 3.3 მილიონი ლარით.
# | ბანკის სახელი | მოგება 2025 წლის იანვარ-თებერვალში | მოგების ზრდა/კლება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან |
1 | საქართველოს ბანკი | 256.6 მილიონი ლარი; | 8.0% |
2 | თი–ბი–სი ბანკი | 172.4 მილიონი ლარი; | 1.6% |
3 | ლიბერთი ბანკი | 18.4 მილიონი ლარი; | 12.5% |
4 | ბაზის ბანკი | 14.2 მილიონი ლარი; | 27.2% |
5 | კრედო ბანკი | 12.4 მილიონი ლარი; | 168.6% |
6 | ტერა ბანკი | 5.7 მილიონი ლარი; | 69.0% |
7 | ქართუ ბანკი | 3.7 მილიონი ლარი; | -24.5% |
8 | პროკრედიტ ბანკი | 3.5 მილიონი ლარი; | -55.7% |
9 | მიკრობანკი კრისტალი | 2.8 მილიონი ლარი; | კრისტალს მიკრობანკის სტატუსი წელს მიენიჭია |
10 | იშ ბანკ | 2.5 მილიონი ლარი; | -24.0% |
11 | ხალიკ ბანკი | 2.5 მილიონი ლარი; | -3.7% |
12 | ზირაათ ბანკი | 1.1 მილიონი ლარი; | 77.5% |
13 | მიკრობანკი ემბისი | 0.4 მილიონი ლარი; | ემბისის მიკრობანკის სტატუსი წელს მიენიჭია |
14 | პეისერა | 36 ათასი ლარი | ბანკი გასულ წელს იანვარ-თებერვალში მოგების ნაცვლად 298 ათასი ლარის ზარალზე იყო |
15 | პეივბანკი | -57 ათასი ლარი | ბანკი წინა წელს არ ოპერირებდა |
16 | ჰეშბანკი | -1.4 მილიონი ლარი; | ბანკი წინა წელს არ ოპერირებდა |
17 | პაშაბანკი | -1.5 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს იანვარ-თებერვალში ზარალის ნაცვლად 1.1 მილიონი ლარის მოგებაზე იყო |
18 | სილქ ბანკი | -3.4 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს იანვარ-თებერვალში 1.3 მილიონი ლარის ზარალზე იყო |
19 | ვი–თი–ბი ბანკი | -28.0 მილიონი ლარი; | ბანკი გასულ წელს იანვარ-თებერვალში 1.2 მილიონი ლარის ზარალზე იყო |