მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს 13 ბანკი მოგებაზე გავიდა, 4 ზარალზეა

ბანკები

ეროვნულ ბანკში წარდგენილი ფინანსური ანგარიშების თანახმად, 2024 წელს 17-დან 13 ბანკი მოგებაზე იყო, 4-მა კი წელი ზარალით დაასრულა.

საქართველოში მოქმედი 17 კომერციული ბანკის ჯამურმა წმინდა მოგებამ 2024 წელს 3.1 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც 2023 წლის შედეგთან შედარებით 14%-ით (₾380 მლნ) მეტია. ბანკების მიერ სებ-ისთვის წარდგენილი ფინანსური ანგარიშგებიდან ირკვევა, რომ ზრდის ძირითადი მიზეზები დაკავშირებულია საპროცენტო შემოსავლებთან, საკრედიტო პორტფელის გაფართოებასთან და ხარჯების მართვასთან.

ეროვნული ბანკისთვის წარდგენილი ფინანსური მაჩვენებლების თანახმად, წმინდა მოგების მხრივ პირველ ადგილზეა "საქართველოს ბანკი", რომელმაც 2024 წლის განმავლობაში 1.5 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავა; მეორე პოზიციას 1.2 მილიარდი ლარით "თიბისი" იკავებს, მესამეზე კი "ლიბერთია" 104 მილიონი ლარის მოგების მაჩვენებლით.

სტატისტიკის თანახმად, 4 კომერციული ბანკი მოგების ნაცვლად ზარალზეა, მათ შორის ყველაზე დიდი - 11 მილიონი ლარის ზარალი განიცადა "სილქ ბანკმა", ასევე ზარალზე არიან "ჰეშ ბანკი" 5.3 მილიონი ლარით, "პეივბანკი" 1 მილიონი ლარით და "პეისერა" 0.8 მილიონი ლარით.

ქართული ბანკების მოგება-ზარალი 2024 წლის განმავლობაში:

# ბანკი წმინდა მოგება 2024 წელს - მილიონი ლარი ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით
1 საქართველოს ბანკი 1,504 მილიონი ლარი; 16%
2 თი–ბი–სი ბანკი 1,206 მილიონი ლარი; 12%
3 ლიბერთი ბანკი 104 მილიონი ლარი; 28%
4 ბაზის ბანკი 78 მილიონი ლარი; 9%
5 კრედო ბანკი 69 მილიონი ლარი; 76%
6 ქართუ ბანკი 36 მილიონი ლარი; 22%
7 პროკრედიტ ბანკი 32 მილიონი ლარი; -26%
8 ტერა ბანკი 32 მილიონი ლარი; 4%
9 ხალიკ ბანკი 21 მილიონი ლარი; 2%
10 იშ ბანკ 12 მილიონი ლარი; -28%
11 ვი–თი–ბი ბანკი 8 მილიონი ლარი; 4044%
12 პაშაბანკი 7 მილიონი ლარი; 329%
13 ზირაათ ბანკი 5 მილიონი ლარი; -37%
14 პეისერა -1 მილიონი ლარი; ბანკი 2023-ში არ ოპერირებდა
15 პეივბანკი -1 მილიონი ლარი; ბანკი 2023-ში არ ოპერირებდა
16 ჰეშბანკი -5 მილიონი ლარი; ბანკი 2023-ში არ ოპერირებდა
17 სილქ ბანკი -11 მილიონი ლარი; ბანკი 2023-ში 7.5 მლნ ლარის ზარალზე იყო

რაც შეეხება საკრედიტო აქტივობას, 2024 წელს ყველაზე მეტად - 4 მილიარდი ლარით მისი გაზრდა "საქართველოს ბანკმა" შეძლო, რომლის მთლიანმა პორტფელმაც 23.9 მილიარდ ლარს მიაღწია, 3.2 მილიარდი ლარით გაზარდა საკრედიტო დაბანდებები თიბისი ბანკმა, რომელიც 24.5 მილიარდი ლარით საქართველოში უმსხვილეს საკრედიტო პორტფელს ფლობს.

ქართული ბანკების საკრედიტო პორტფელის ზომა 2024 წლის მდგომარეობით 63.5 მილიარდ ლარს აღწევს, რაც წლიურად 9.7 მილიარდი ლარით, ანუ 18%-ით არის გაზრდილი.

ბანკების რეიტინგი საკრედიტო პორტფელის ზომის მიხედვით 2024 წლის მდგომარეობით:

# ბანკი საკრედიტო პორტფელი 2024 წლის მდგომარეობით - მილიონი ლარი ზრდა/კლება 2023 წელთან შედარებით
1 თი–ბი–სი ბანკი 24,518 მილიონი ლარი; 15%
2 საქართველოს ბანკი 23,872 მილიონი ლარი; 20%
3 ლიბერთი ბანკი 3,691 მილიონი ლარი; 23%
4 ბაზის ბანკი 2,958 მილიონი ლარი; 17%
5 კრედო ბანკი 2,543 მილიონი ლარი; 26%
6 ქართუ ბანკი 1,126 მილიონი ლარი; 28%
7 პროკრედიტ ბანკი 1,342 მილიონი ლარი; 12%
8 ტერა ბანკი 1,439 მილიონი ლარი; 10%
9 ხალიკ ბანკი 773 მილიონი ლარი; 7%
10 პაშაბანკი 409 მილიონი ლარი; 16%
11 იშ ბანკ 325 მილიონი ლარი; 19%
12 ვი–თი–ბი ბანკი 195 მილიონი ლარი; -7%
13 ზირაათ ბანკი 166 მილიონი ლარი; 25%
14 სილქ ბანკი 128 მილიონი ლარი; 125%
15 პეისერა 0 ლარი; ბანკი სესხებს არ გასცემს
16 ჰეშბანკი 0 ლარი; ბანკი სესხებს არ გასცემს
17 პეივბანკი 0 ლარი ბანკი სესხებს არ გასცემს

წყარო - ეროვნული ბანკი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები