საქართველოში, ახალი არჩევნებისა და უდანაშაულოდ აქციაზე დაკავებულების გამოშვების მოთხოვნით, პროევროპული უწყვეტი პროტესტი 22-ე დღესაც გრძელდება. 19 დეკემბერს, აქცია/მარში დედაქალაქში სხვადასხვა ლოკაციაზეა დაგეგმილი. აქცია დაგეგმილია რეგიონებშიც.
გთავაზობთ ამ დროისათვის ცნობილ, 19 დეკემბერს დაგეგმილი აქციების ჩამონათვალს:
თბილისი
10:00 საათი, მშობლები განათლებისთვის! - განათლების სამინისტრო (დიმიტრი უზნაძის 52) -
12:00 საათი, გამოფხიზლდი! 5-დღიანი საპროტესტო კამპანია - თსუ V კორპუსი
18:00 საათი, გურულების მარში - გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს და მის ევროპასთან დაკავშირებას! - ევროპის მოედანი
19:30 საათი, მამების მარში! მოთხოვნები: ახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. მსვლელობა რესპუბლიკის მოდნიდან
20:00 საათი, სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა მსვლელობა - ჩვენ ვიცავთ სიცოცხლეს! - მეტრო რუსთაველიდან პარლამენტის შენობისკენ.
ბათუმი
19:00 საათი, სამშობლოს სამსახურში! - საკონსტიტუციო სასამართლოსთან
ქუთაისი
19:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს!უწყვეტი პროტესტი ქუთაისში! - მერიის წინ ფლორენცია
14:00 საათი, კი ევროპას, არა რუსეთს! - სანტა მარია ნოველას მოედანი