19 ივნისის ღონისძიებების ანონსი ანონსი შემდეგია:
11:00 საათზე სტატისტიკის ეროვნული სამსახური გამოაქვეყნებს:
- მთლიანი შიდა პროდუქტი და ეროვნული ანგარიშების სხვა მაჩვენებლები (2026 წლის I კვარტალი, წინასწარი);
- საგარეო ვაჭრობა (2026 წლის მაისი);
- ადგილობრივი ექსპორტი (2026 წლის მაისი);
- სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი სატრანსპორტო და სასაწყობო მომსახურებაზე (2026 წლის მაისი);
- მშენებლობისთვის შეძენილი მასალების ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- ექსპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- იმპორტის ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- ადგილობრივი ბაზრისთვის წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- სატელეკომუნიკაციო მომსახურების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- ადგილობრივ ბაზარზე მიწოდების მწარმოებელთა ფასების ინდექსი (2026 წლის მაისი);
- მწარმოებელთა ფასების ინდექსი დროებითი განთავსების საშუალებებით და საკვების უზრუნველყოფით მომსახურებაზე (2026 წლის მაისი);
10:30 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორისტული აქტის განხორციელებაში (არქივის ხანძრის) ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ბაჩო ახალაიას სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ტერორისტული აქტის მცდელობაში ბრალდებულ ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება.
11:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით ბრალდებულების საქმეზე დასკვნითი სხდომა გაიმართება.



























