მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2-18 აპრილს "ბაზარი ორბელიანზე" სააღდგომო ბაზრობას მასპინძლობს

642bf1995a15c
BM.GE
04.04.23 13:44
826
2-18 აპრილს, "ბაზარი ორბელიანზე" სააღდგომო ბაზრობას მასპინძლობს, სადაც მომხმარებლებს ფერადი პასკების ყველაზე დიდი მრავალფეროვნება დახვდება. სააღდგომო ბაზრობაზე ქალაქის 20-მდე საუკეთესო მწარმოებელი(ბლამანჟე, ქუქი ბეიქერი, იო ე ტე, ნუცა სურგულაძე, საბლე, თაფლაკვერი, მაიბი, ჩვენი, ჩირიფრუტი, ლაიმი, გურმე, პური გულიანი, აუგუსტი, გუდვილი) იყრის თავს და უგემრიელეს, ორიგინალურ ტკბილეულს სთავაზობს სტუმრებს.

ამ პერიოდში, ბევრი საინტერესო აქტივობაა დაგეგმილი. სააღდგომო ბაზრობაზე გაიმართება ქალაქის პასკების ყველაზე დიდი კონკურსი, სადაც გამოვლინდება 2023 წლის საუკეთესო პასკა.

რა თქმა უნდა, ბაზარი ორბელიანზე ყოველთვის ზრუნავს თავის პატარა სტუმრებზეც. გასტრო სკოლაში პატარა კულინარებისთვის პასკების დეკორირებისა და კვერცხების მოხატვის მასტერკლასები ჩატარდება.
გარდა ამისა, სააღდგომო ბაზარი ხანდაზმულთა დასახმარებელ საქველმოქმედო აქტივობებსაც ითვალისწინებს.

სააღდგომო ბაზრობის პერიოდში, სტურებს შეეძლებათ, რომ დამატებით იყიდონ პასკა, რომელსაც ბაზარი ორბელიანზე საჩუქრად ხანდაზმულებს გადასცემს. ასევე, გასტრო სკოლა ხანდაზმულებისთვის მასტერკლასებს გეგმავს, ინფლუენსერები კი ბაზრის კვების ობიექტებში კონსულტანტების მოვალეობებს შეითავსებენ. ინფლუენსერების მიერ გამომუშავებულ tips-ებს ბაზარი ორბელიაზე გააორმაგებს და გადასცემს მარტოხელა ხანდაზმულებს, შეღებილ კვერცხებთან და საჩუქრად დატოვებული პასკებთან ერთად.

(რ)

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები