merchant machine-ის ბაზრების მსოფლიო რეიტინგში "ბაზარი ორბელიანი" მეორე ადგილზეა, ევროპის სასურსათო ბაზრებს შორის კი, პირველ ადგილს იკავებს.
რეიტინგი ტურისტების მიერ დაწერილი რევიუებითაა (შეფასებები) შედგენილი. გამოცემა წერს, რომ ზუსტად ისე, როგორც ქუჩაში კვება უფრო გემრიელია, საყიდლები უფრო რეალურია ბაზრის გარშემო ხეტიალისას. ბაზარი არის გარემო, სადაც უფრო რომანტიკულია პროდუქტების შეძენა, რადგან ამ დროს ჩვენი ქცევა ჩვენი წინაპრების ქცევის იდენტურია და მზარდია კონსუმერიზმი.
მასალის ავტორები მიიჩნევენ, რომ ბაზრის გარემოს პლუსებს შორის ვაჭრობის შესაძლებლობაა, როცა უნიკალური და იშვიათი ან ყოველდღიური პროდუქტების გამყიდველები ემოციურ ინვესტიციასაც დებენ სათანადო ფასის მისაღწევად.
ბაზარი, არის ადგილი სადაც ქვეყნის ეთნოსისა და კულტურის გაცნობა მოკლე დროში, ერთ სივრცეში შეგიძლია და ამისთვის, ზოგიერთი ბაზარი განსაკუთრებულად პრეზენტაბელურია, ზოგი კი, უბრალოდ ადგილობრივებისთვის პროდუქტის შეძენაზეა გათვლილი.
მონაცემები 2023 წლის დეკემბერში შეგროვდა. განიხილებოდა მხოლოდ ბაზრები, რომლებსაც აქვთ მინიმუმ 25 მიმოხილვა. სწორედ ასეთი, გამორჩეული ბაზრების რეიტინგი წარადგინა ბრიტანულმა merchant-მა. რეიტინგი Tripadvisor-ის საჯაროდ ხელმისაწვდომ მონაცემებზე დაყრდნობით შედგა.
კომპანიას პერიოდულად ასევე აქვეყნებს ყველაზე პოპულარული საკრედიტო ბარათების, საშობაო მოლების და ბაზრობის რეიტინგებსაც.
მსოფლიო რეიტინგში ტოპ-10 ბაზრის ჩამონათვალი ასეთია:
- აშშ იუტა - Provo Farmers Market შეფასებების 97% დადებითი;
- საქართველო თბილისი - Bazari Orbeliani შეფასებების 96% დადებითი;
- ამერიკა ნიუ-მექსიკო - Santa Fe Society of Artists შეფასებების 95.2% დადებითი;
- პოლონეთი გდანსკი - Gdanski Bazar Natury შეფასებების 92.6% დადებითი;
- აშშ ჩრ.დაკოტა - Red River Market შეფასებების 92.5% დადებითი;
- აშშ არიზონა - Native Art Market შეფასებების 92% დადებითი;
- სამხრეთ აფრიკა - Victoria Yards შეფასებების 91.9% დადებითი;
- პორტუგალია ფარუ - Feira de Artesanato de Faro შეფასებების 91.7% დადებითი;
- ირლანდია სლაიგო - Rathcormac Artisan Food and Craft Market შეფასებების 91.1% დადებითი;
- აშშ ოჰაიო - Athens Farmers Market შეფასებების 90.6% დადებითი.
რაც შეეხება ევროპის ტოპ-10 ბაზარს:
- საქართველო თბილისი - Bazari Orbeliani შეფასებების 96% დადებითი;
- პოლონეთი გდანსკი - Gdanski Bazar Natury შეფასებების 92.6% დადებითი;
- პორტუგალია ფარუ - Feira de Artesanato de Faro შეფასებების 91.7% დადებითი;
- გაერთიანებული სამეფო - Deddington Farmers' Market შეფასებების 77.8 დადებითი;
- გერმანია მიუნსტერი - Wochenmarkt Muenster შეფასებები 76% დადებითი;
- გაერთიანებული სამეფო შრიუსბერი - Market Hall Shrewsbury შეფასებების 75.2% დადებითი;
- გაერთიანებული სამეფო - Bury Market შეფასებების 74.2% დადებითი;
- ნორვეგია ეგერსუნი - Julebyen Egersund (საშობაო ბაზრობა) შეფასებების 74.4% დადებითი;
- გერმანია - Wochenmarkt Offenbach შეფასებების 74.1% დადებითი;
- გაერთიანებული სამეფო - Duck Pond Market შეფასებების 73% დადებითი.