2 აგვისტოდან, ინდოეთის ერთ-ერთი უმსხვილესი ავიაკომპანია IndiGo თბილისთან პირდაპირ რეგულარულ ფრენებს მუმბაიდან კვირაში სამჯერ შემოიყვანს - ინფორმაციას აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
მუმბაი იქნება ინდოეთის მეორე ქალაქი, რომელიც დელის შემდეგ საქართველოსთან პირდაპირი საჰაერო გზით დაკავშირება. ჯამში, ინდოეთსა და საქართველოს შორის კვირაში 10 სიხშირით შესრულდება ფრენები.
„IndiGo“ აქამდე ყოველდღიურად ასრულებდა რეისებს დელი-თბილისი-დელის მიმართულებით.
აეროპორტების გაერთიანების მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-ივნისში, ინდოეთიდან საქართველოში პირდაპირი საჰაერო გზით 56,241 მგზავრი ჩამოვიდა. 2024 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, მგზავრთნაკადის 123%-იანი მატება დაფიქსირდა.




























