მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღეა - ქეთევან ტალახაძე ქალების ნარატივში

2 აპრილი აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღეა. ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის ინფორმაციით, დღეს აუტიზმის გავრცელება მსოფლიოს მასშტაბით 1%-ია, თუმცა სხვადასხვა ქვეყნები ატარებენ კვლევას და მონაცემები ინდივიდუალურ სურათს იძლევა. აქვე გეტყვით, რომ საქართველოში ორი წლის წინ დასრულდა კვლევა, რომელშიც 16 000-ზე მეტი ბავშვი მონაწილეობდა - ჩატარდა სკრინინგი, დიაგნოსტიკური ანალიზი და დაფიქსირებულმა სიხშირემ 4% შეადგინა. აუტიზმის ცნობადობის გაზრდის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი „ფაზლი“ აუტიზმის ცნობადობისა და ადრეული დიაგნოსტირების მნიშვნელობის კამპანიას იწყებს. საინფორმაციო სამუშაო შეხვედრები პედიატრებისა და ოჯახის ექიმებისთვის უკვე გაიმართა, თუმცა აქტივობები მომდევნო კვირაშიც იგეგმება. მთავარი საკითხი, რომელზედაც ცენტ - ფაზლის სპეციალისტები ყურადღებას გაამახვილებენ - ბავშვთა ადრეულ ასაკში აუტიზმის დიაგნოსტირების მნიშვნელობა და რეფერალის პროცესებია. რას გეგმავს ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი „ფაზლი“?

სტუმარი: ქეთევან ტალახაძე - ბავშვთა და მოზარდთა რეაბილიტაციის ცენტრი „ფაზლი“, კლინიკური დირექტორი

#ქალებისნარატივი მარიამ იზორიასთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები