მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2 ბინა მოსკოვში და რუსეთში მიწის გაყიდვით მიღებული $140 000 - რა ქონებას ფლობს პაატა კვიჟინაძე?

პაატა კვიჟინაძე

საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე პაატა კვიჟინაძემ დეკლარაცია ბოლოს 2023 წლის დეკემბერში შეავსო. "ქართული ოცნების" დეპუტატი დეკლარაციაში მხოლოდ მეუღლეს, ნინო გუნიავას უთითებს.

დეკლარაციის მიხედვით, კვიჟინაძე ფლობს მემკვიდრეობით მიღებულ 3 მიწის ნაკვეთს მშობლიურ საჩხერეში. მეუღლესთან ერთად თანასაკუთრებაში აქვს 150 000 ლარად 2015 წელს შეძენილი 150 კვ.მ მიწის ნაკვეთი თბილისში, ილია ვეკუას ქუჩაზე.

მეუღლე, ნინო გუნიავა ფლობს 177 კვ.მ ბინას თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე, რომელიც 2007 წელს $ 50 000-ად შეიძინა. გუნიავამ 2009 წელს იყიდა $250 000-ად 2 250 კვ.მ მიწა თბილისში კახეთის გზატკეცილზე. მასვე ეკუთვნის ჭავჭავაძის გამზირზე 5 000 ლარად შეძენილი ავტოფარეხი.

"რუსული კანონის" სამივე მოსმენით მხარდამჭერი დეპუტატის საკუთრებაა 2001 წელს მოსკოვში $40 000 შეძენილი ბინა და ასევე 2007 წელს $100 000 შეძენილი 107 კვ.მ ბინა ავტოფარეხთან ერთად, რომელშიც $5 000 გადაიხადა.

დეპუტატმა დეკლარაციის შევსების წელს, მოსკოვში მიწის ნაკვეთის გაყიდვით $140 000 შემოსავალი მიიღო.

პარლამენტის წევრს საკუთრებაში ავტომობილი არ აქვს, მეუღლეზე კი, ორი ავტომობილია რეგისტრირებული. 2008 წელს შეძენილი toyota land cruiser prado და 2022 წელს შეძენილი mercedes- benz gle 350.

დეპუტატის რანგში სახელფასო სარგოდ 2022 წლის განმავლობაში 46 910 ლარი მიიღო.

კერძო საკუთრებად მითითებული არ არის, თუმცა გლდანში შესასვლელში ახალი გზის მარჯვენა მხარეს
თბილწყალკანალის გარაჟის მიმდებარე შენობა-ნაგებობის იჯარისთვის თვიურად 3 500 დოლარს იღებენ კვიჟინაძე და მისი მეუღლე.

ელოდება თუ არა "რუსული კანონის" მხარდამჭერი "ოცნების" დეპუტატი სანქციებს? - ჟურნალისტების კითხვას პაატა კვიჟინაძემ ასე უპასუხა:

"სანქციები არ უთქვამს იმას <ჯეიმს ო'ბრეიენს> და თუ თქვა, თქვა კონკრეტულ პიროვნებებზე და დამიწესონ, აგერ ვარ მე, არანაირი პრობლემა არ მაქვს. ფინანსური დახმარება სქართველოს ამერიკიდან არ აქვს პრაქტიკულად. ვიბრძოდით, რომ დასავლეთში შევიდეთ, მაგრამ თავშიდაც არ მომივიდოდა, რომ კომუნისტური პარტიის მაგივრად NGO-ს უნდა ემართათ ქვეყანა, მე ეს არ მინდა".

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები