მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2 ძირითად ქვეყანაში ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა - რა მიმართულებით გააქტიურდა გაყიდვები?

ჯორჯიან მანგანეზის ფეროშენადნობთა ქარხანა წარმოებას 60%-ით ამცირებს

მიმდინარე წლის 10 თვეში საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი შემცირდა. საქსტატის ოფიციალური მონაცემებით, იანვარ-ოქტომბერში ამ საქონლის გადაზიდვებით მიღებული შემოსავალი წლიურად 43.8%-ით 174.6 მლნ დოლარამდეა დაკლებული.

უნდა აღინიშნოს, რომ ფეროშენადნობები წლების განმავლობაში საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო პროდუქტია, რომელიც ადგილობრივად იწარმოება. წელს მთლიან ექსპორტში ამ საქონელს 3%-იანი წილით მეხუთე ადგილი უკავია. გასული წლის 10 თვეში კი წილი 5.7% იყო და უმსხვილესი საექსპორტო საქონლის რეიტინგში რეექსპორტირებული ავტომობილების შემდეგ ფეროშენადნობებს მეორე ადგილი ეკავა.

ტრადიციულად საქართველოდან ფეროშენადნობების მთავარი საექსპორტო მიმართულებები თურქეთი და აშშ იყო. გადაზიდვების შემცირება სწორედ ამ ქვეყნებში გაყიდვების შემცირებამ განაპირობა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ წელს ექსპორტი ისეთ ქვეყნებში გააქტიურდა, როგორებიც არის იტალია, ესპანეთი, საბერძნეთი, ნიდერლანდები, კანადა, მაროკო და პორტუგალია. თუმცა, ევროკავშირის ქვეყნებში ფეროშენადნობების გაყიდვების გააქტიურებამ, თურქეთისა და აშშ-ის მიმართულებით კლება ვერ დააბალანსა.

ფეროშენადნობების TOP-10 საექსპორტო ქვეყნის რეიტინგი ასეთია:

  1. თურქეთი - $28.7 მლნ, 26 577 ტონა; კლება - 79.7%;
  2. იტალია - $24.8 მლნ, 22 746 ტონა; ზრდა - 157.6%;
  3. აშშ - $21.7 მლნ, 19 027 ტონა; კლება - 75.9%;
  4. ესპანეთი - $15.5 მლნ, 15 220 ტონა; ზრდა - 188.7%;
  5. საბერძნეთი - $12.5 მლნ, 11 270 ტონა; წინა წლების 10 თვეში ექსპორტი არ ფიქსირდება;
  6. ნიდერლანდები - $12.1 მლნ, 10 576 ტონა; ზრდა - 260.5%;
  7. კანადა - $8.5 მლნ, 6 500 ტონა; 2021 წლის შემდეგ წლებში 10 თვეში ექსპორტი არ ფიქსირდება;
  8. მაროკო - $6.2 მლნ, 5 272 ტონა; წინა წლების 10 თვეში ექსპორტი არ ფიქსირდება;
  9. პორტუგალია - $6.2 მლნ , 6 000 ტონა; ზრდა - 1 208.7%
  10. აზერბაიჯანი - $5.6 მლნ, 4 766 ტონა; კლება - 7.9%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები