მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

20 951 კოვიდ-ინფიცირებული საცხოვრებელ ბინაზე მკურნალობს - მთავრობა

5fd46e9c89baa
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 11:25
698
20 951 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ განაცხადა.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 3 907 ახალი დადასტურებული შემთხვევა.

კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 187 006-ს.

ამასთან, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 780 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 154 241-მდე.

გარდა ამისა, 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 50 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 1 744 პირი ემსხვერპლა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები